საკანონმდებლო ორგანოსთან, გარე პერიმეტრზე დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით, პარლამენტმა განცხადებაც გაავრცელა. შენობაში ვერ შევიდა დღეს პარტია „ლელოს“ ორი წევრი – გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი, რომლებსაც შესაბამისი საშვი არ ჰქონდათ, პოლიციამ ტერიტორიას განარიდა.