დაკავება ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის

ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ჟინვალში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა.

უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.