ნარკორეალიზატორების დაკავება

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე. სამართალდამცავებმა უკრაინის მოქალაქეები აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

სამართალდამცველებმა მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. საუბარია ბუპრენორფინის შემცველ 1000-მდე აბ სუბუტექსზე. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.