გახსნილი დანაშაული

პოლიციამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 39 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველებმა ის თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს. ამოღებულია „სუბუტექსის“ 115 აბი, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, პოლიციამ კიდევ 394 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.