ნარკოტიკების ამოღება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

დაკავების ოპერაცია ბათუმში ჩატარდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.