დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მეორე დაკავებულს კი 143 აბი სუბოქსინი აღმოაჩნდა. რაც პოლიციამ მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.