დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის

15:12, 20.07.2019

ორი პირია დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მსგავსი