შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრიფინგის დეტალებით – ბელა ზაქაიძე პირდაპირ ეთერში.