სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეს, როგორც უშუალოდ, ისე მოკლეტექსტური შეტყობინებით ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებული დააკავეს. დანაშაული 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.