დაკავება გამოძალვის ბრალდებით

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას სწორედ დაკავებულები უწევდნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს