შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებული სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს მძიმე სპეც-ტანსაცმლის ჩაცმას და საპირფარეშოების დალაგებას აიძულებდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოკვლევის შემდეგ საქმეს პროკურატურა იძიებს. საუბარია ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ექვს შემთხვევაზე. ერთ-ერთი ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობას ეხება.