დაკავებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ესკორტის ოფიცერს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა პატიმარი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა. საქმე ეხება შაბათს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მიყვანილმა პატიმარმა ესკორტის ერთ-ერთ ოფიცერს იარაღი ამოაცალა და უმისამართო ორი გასროლის შემდეგ თავში ისროლა. ჟურნალისტებს სათვალთვალო კამერის მასალაც აჩვენეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაკეთებული განცხადებები თეონა ხუბულავამ მოისმინა.