სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ისინი დაუკავშირდნენ პირს და 5000 დოლარის სანაცვლოდ ბავშვის მიყიდვაზე შეუთანხმდნენ. ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. 5 000 დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა გადაყვანილი და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.