დაკავება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებული 1974 წელს დაბადებული და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, ორი ვაზნა და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. სასჯელი ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.