არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ძალის გამოყენებით გატაცებული 14 წლის გოგონა გაქცევას ცდილობდა, თუმცა, მეუღლემ მას ამის უფლება არ მისცა და იარაღიდან ესროლა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.