საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კონკურსის: „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი SEU-ს და ტურისტული კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოდან 500-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო.
მონაწილეებმა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ერთდღიანი ტური დაგეგმეს. კონკურსის მიზანია, აღზარდოს პასუხისმგებელი მოგზაურები, მომავალი ტუროპერატორები, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ, დადებითად იმოქმედონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე და საქართველოში პასუხისმგებელი და მდგრადი მოგზაურობის წახალისებაზე. ჟიურიმ 12 ნომინაციის ფარგლებში, 16 გამარჯვებული გამოავლინა.