მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა. სებ-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას გაირკვა, რომ ორგანიზაცია მომხმარებელს ხელშეკრულებაში კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს ახდევინებდა. ამასთან, ორმა ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება. გარდა ამისა, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დროულად არ მოახდინა მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება, რითაც დაარღვია “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის” მოთხოვნები. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებასა და მონიტორინგს.