შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრების მიუხედავად, დასაქმებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაინც საფრთხის ქვეშაა.
„მოამბისთვის“ ექსკლუზიურად მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ობიექტებზე შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა და ხშირ შემთხვევაში მინამალური სტანდარტებიც კი არ სრულდება.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომელსაც აგვისტოდან ნებისმიერი საწარმოს და ობიექტის შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლია, უკვე 10-მდე კომპანია დააჯარიმა. შრომის ინსპექტორების მოულოდნელი მონიტორინგი მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში ჩატარდა.
შედეგებს მარიამ აფციაური გაგვაცნობს.