„დაიცავი საქართველოს“ შეკრება

2009 წელს შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა 10 წლის შემდეგ თავიდან აქტიურდება.

„დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს საგანგებო შეკრებაზე იწვევს. მოძრაობას სათავეში პოეტი დათო მაღრაძე უდგას. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო, დღეს მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს.

პოეტს დღეს თანამოაზრეებზე არ უსაუბრია, თუმცა გაერთიანებაში იქნება მუსიკოსი გია გაჩეჩილაძეც. მოძრაობის შეკრებაზე დასწრებას „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიც გეგმავენ, თუმცა ინტრიგად რჩება, შეუერთდებიან თუ არა ისინი გაერთიანებას და ექნებათ თუ არა საერთო პოლიტიკური გეგმები.