დაფინანსების ლიმიტი ონკოპაციენტებისთვის

ასობით ონკოპაციენტი, რომელიც მანამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობდა, ძვირადღირებულ მკურნალობას სახელმწიფოს დაფინანსებით გადის.

თვენახევრის წინ ამოქმედებული პროგრამით, წლიური 25 ათასლარიანი დაფინანსებით სარგებლობა უკვე არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს, არამედ ნებისმიერი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის მქონე ადამიანს შეუძლია. თავად ონკოპაციენტები მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა მათი თქმით, პრობლემა ბოლომდე მოგვარებული დღესაც არ არის, რადგან 25-ათასლარიანი ლიმიტი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ საკმარისი არაა.

რა შეცვალა 10 აგვისტოდან ამოქმედებულმა სიახლემ ონკოპაციენტებისთვის და არსებობს თუ არა საფრთხე, სადაზღვევო კომპანიებმა ონკოლოგიური რისკების დაზღვევის პირობები გააუარესონ – თათია ტაბეშაძე დეტალებით.