დაძაბულობა სპარსეთის ყურეში

ვითარება უკიდურესად მწვავდება სპარსეთის ყურეში.

საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საბადოებზე მოწყობილი თავდასხმების შემდეგ ერ-რიადმა ნავთობის მოპოვება გაანახევრა, რის გამოც მსოფლიო ბირჟებზე შავი ოქრო რეკორდულად გაძვირდა.

აშშ-ი მოკავშირეზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი საპასუხო ნაბიჯებისთვის, მათ შორის ძალის გამოყენებისთვის მზად არის. იმუქრება თეირანიც.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა სპარსეთის ყურეში მცურავი ტანკერი დააკავა, რომელსაც ნავთობი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადაჰქონდა.