აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებამ ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გაამწვავა.
ისრაელის ღია მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ აშშ-ია. თელ-ავივი კი მოკავშირეებს ეძებს. სწორედ ამ მიზნით, 22 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ევროპას ესტუმრა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრები პარიზსა და ბრიუსელში გამართა და ევროპელებს ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ისრაელის დიპლომატიური აქტივობის ფონზე, ევროკავშირი სტატუს კვოს დარღვევას ჯერჯერობით არ გეგმავს.