აშშ-ში მღელვარება პიკს აღწევს. უახლოეს საათებში კონგრესის ორივე პალატამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა დაამტკიცოს. კოლეგიის სხდომა მწვავე დებატების და პროტესტის ფონზე ჩაივლის. ტრამპის მხარდამჭერები აქციას მართავენ. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ამ წუთამდე არ აღიარებს. ის იქნება პირველი პრეზიდენტი 1932 წლის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტობასთან ერთად, სავარაუდოდ, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობასაც დაკარგავს. პარალელურად დღეს სენატის განმეორებითი არჩევნები ტარდება ჯორჯიის შტატში, სადაც ასევე დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ.
ეკა მაღალდაძე დეტალებით ვაშინგტონიდან.