შემოდგომაზე გახდება ცნობილი, როგორი პოლიტიკური შეფასება მიეცემა პარლამენტის მხრიდან 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
საკანონმდებლო ორგანოს სამი სხვადასხვა დადგენილების პროექტის განხილვა მოუწევს. დოკუმენტების ავტორები მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ,„ევროპული საქართველოს“ წევრები არიან. პროექტების შინაარსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.
საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპონენტები საკუთარ დადგენილებების პროექტებში ივნისის ბოლოს პარლამენტის შენობაში და შენობის გარეთ განვითარებულ პროცესებზე მთელ პასუხისმგებლობას, ხელისუფლებას აკისრებენ და ძალაში ტოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას.