24 ივნისს მომხდარი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე პროკურატურამ ექვს პირს წარუდგინა ბრალი. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარის ცნობით, ისინი დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებით მიმართავენ სასამართლოს. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, გამოძიების ინფორმაციით, საბურთალოზე ზაქარიაძის ქუჩაზე გ.ე.-ს შურისძიების მოტივით თავს დაესხა 6 პირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მათგან ორმა – ბასრი საგნით. ამ ორ პირს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ, ხოლო საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, დეპუტატ კობა კობალაძის შვილს და კიდევ ერთ პირს ძალადობის მუხლით. ძალადობის მუხლთან ერთად, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთ პირს ცივი იარაღის ტარებასაც ედავება გამოძიება. ასევე კიდევ ერთ პირს გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. ძებნა გამოცხადდა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ პირზე.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულის მამა, დეპუტატი კობა კობალაძე, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა სამართალდამცავ უწყებაში და ოჯახი დაელოდება საქმეზე სიმართლის დადგენას.