მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამისთვის ოქტომბერი ყველაზე კარგი პერიოდია. ვაქცინა უფასოა ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის, 18-წლამდე დიაბეტით დაავადებულებისთვისა და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის. ასევე დიალიზზე მყოფი პირებისთვის, C ჰეპატიტით დაავადებულებისა და აივ-ინფიცირებულთათვის. რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც რისკჯგუფში არ შედიან, მათთვის გამოცხადდება ერთი დღე, როდესაც აცრა უფასო იქნება.
მედიკოსების განცხადებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება აცრაა.