დაანონსებული ამნისტია - შეფასებები

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ამნისტიის საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის გამოყენებას წინა საარჩევნოდ გეგმავს და მათი მიზანია, რომ მეტი ხმა მოიპოვონ არჩევნებში გასამარჯვებლად. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამნისტია ნებისმიერი ფორმით არის სწორი და ადამიანებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამ თემით სპეკულაცია არის მიუღებელი და გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ გააჩნია.