ხვალ, 15 მაისს დეპუტატები კიდევ ერთ კანონის პროექტს განიხილავენ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მომზადებული კანონი სხდომაზე პირველი მოსმენით გავა. ცვლილებებით დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და საკუთარი ხედვა და მოსაზრებები წარუდგინოს.