კიდევ ერთი მოწოდება ოპოზიციური ერთობის ფორმირებისკენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გადასადგმელ კომპრომისულ ნაბიჯებზე იწყებს საუბარს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მზად არის, ერთიანი სიის და ერთობის შემთხვევაში პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებენ და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობენ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელ კომპრომისებს უკონკრეტებს ამ პარტიის ყოფილი წევრი ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ოპოზიციური ერთობის ფორმირების და არჩევნებში ერთანი სიით მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. მთელი რიგი დათმობების დაანონსების მიუხედავად, შეთავაზება შეთავაზებად რჩება. ბლოკების აკრძალვის და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.