ტყეზე კონტროლი მკაცრდება.
პარლამენტში ტყის ახალი კოდექსის პროექტს განიხილავენ. კანონ-პროექტის მიხედვით, მოქალაქეები შეშის მოსაპოვებლად ტყეში სპეციალური ბილეთით ვეღარ შევლენ. ხე-ტყის მასალებს ისინი სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე შეიძენენ, რაც ფასებზე არ იმოქმედებს. ტყის მასივში ე. წ. სოციალური ჭრა 2023 წლიდან აიკრძალება. იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საშეშე მერქნის მოპოვება-დამუშავებით იყვნენ დაკავებულები, ახალი კოდექსის ავტორები ალტერნატივას სთავაზობენ.