ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში

თბილისის საკრებულოს კომისიების ფორმატში დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ტრანსფერის საფუძველზე, 20 მილიონი ლარით იზრდება.

 20 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას მოხმარდება. 2020 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, მილიარდ 121 მილიონი ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება 2021 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს თბილისის საკრებულო თვის ბოლოს განიხილავს.