თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი იანვრიდან კიდევ უფრო მკაცრდება. მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.
სიგარეტის მოწევა აიკრძალა ტაქსიშიც. ამ შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, თუ თვითონ მოიხმარს თამბაქოს, ან მგზავრს მისცემს სიგარეტის მოწევის უფლებას. კანონის დამრღვევი მგზავრისთვის კი 100-ლარიანი სანქციაა გათვალისწინებული.