პირველი ივლისიდან ლომბარდებს ახალი წესით მოუწევთ მუშაობა.
ეროვნული ბანკი სფეროზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. აიკრძალება დალომბარდებული ნივთის კომერციულ ბანკებში გადაგირავება. სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ძირითადად ლომბარდები საკუთარი სესხის უზრუნველსაყოფად.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას წინ ბაზარზე ჩატარებული კვლევა უძღოდა, რომლითაც გადაგირავებული ნივთების დაკარგვის რისკები შეფასდა.
სესხის გამცემი სუბიექტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ლომბარდების დიდი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.