ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებშია დაგეგმილი. განხილული პაკეტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განტვირთვას ისახავს მიზნად. ცვლილებების ავტორთა განცხადებით, წარმოდგენილი რეგულაციები მხარეთა ინტერესების უკედ დაცვასა და მართლმსაჯულების დროულად განხორციელებას ხელს შეუწყობს. კომიტეტზე სადავო გახდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2000-დან 5000 ლარამდე ფინანსურ დავებს მაგისტრი მოხელე განიხილავს. მოხელეს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს.