ცვლილებები საბაჟო კოდექსში

პარლამენტში საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო.

დოკუმენტი, რომლის საჯარო განხილვები ჯერ კიდევ სექტემბერში გაიმართა, საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ წარედგინა.

დეპუტატთა ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტა, რადგან კანონპროექტის შესწავლა და ანალიზი ვერ მოასწრეს.

საკომიტეტო მოსმენის დადებითი დასკვნის მიუხედავად, კოდექსის ამოქმედება პირველ იანვრამდე დიდი ალბათობით მაინც ვერ მოესწრება.