„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი ეუთო/ოდირის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ემყარება და როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე უშუალოდ ხმის მიცემის დღეს, ახალ წესებს ადგენს. საარჩევნო კოდექსში ერთ-ერთი სადაო ნორმა, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს ვალდებულება უნდა ჰქონოდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარედგინათ, პროექტში აღარ იქნება.
ასევე უკვე ცნობილია, რომ კოვიდ-19-ის პრევენციისათვის, საპარლამენტო არჩევნები სპეციალურად შემუშავებული რეგულაციებით ჩატარდება.
შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელიც ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.