ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დღეს მეორე  მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი ეუთო/ოდირის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ემყარება და როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე უშუალოდ ხმის მიცემის დღეს, ახალ წესებს ადგენს. საარჩევნო კოდექსში ერთ-ერთი სადაო ნორმა, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს ვალდებულება უნდა ჰქონოდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარედგინათ, პროექტში აღარ იქნება.

ასევე უკვე ცნობილია, რომ კოვიდ-19-ის პრევენციისათვის, საპარლამენტო არჩევნები სპეციალურად შემუშავებული რეგულაციებით ჩატარდება.

შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელიც ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

დატოვე კომენტარი