საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე. პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენების გადაწყვეტილება განცხადებაში განმარტა, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან. ოფიციალურ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი სრულიად ფიქტიური გახდა.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიცია იწონებს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამ ნაბიჯს დესტრუქციულს უწოდებენ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 81 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო.