პარლამეტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა იწყება. ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე დღეს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივი მემორანდუმის კანონპროექტებად ჩამოყალიბების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. რომელიც იმუშავებს მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე, რომელიც პარლამენტს პირველ მარტამდე წარედგინება. შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში და შეუერთდნენ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას.
„ქართულ ოცნებას“და მოქალაქეებს შორის მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას სხვადსხვა მიმართულებებით. დღესვე, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.