ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რესპუბლიკურ საავადმყოფოში სერიოზული დარღვევების გამოვლენას უარყოფს. მისი თქმით, კლინიკაში აუდიტი გრძელდება და დასკვნა გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი. ილია ღუდუშაურის განცხადებით, მენეჯმენტის ცვლილება რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ კლინიკად გადაწყობას უკავშირდება.