ცვლილებები რეგლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია წესით მოხდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ცვლილება, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე, კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. ზუსტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება. ცვლილებები ასევე შეეხება პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშების მოსმენის საკითხს.