ხვალიდან, 25 აპრილიდან მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება. დოკუმენტის მისაღებად, მსურველებს ორის ნაცვლად, სამი ეტაპის გავლა მოუწევთ. პროცედურები ასეთია: პირველია თეორიული ნაწილი, რომლის წარმატების ჩაბარების შემდეგ, აპლიკანტი დახურულ მოედანზე ინაცვლებს, სადაც ექვსი მანევრი უნდა დაძლიოს. ბოლო დავალება უკვე ქალაქში, რეალურ საგზაო პირობებში ტარდება.