115 მომხრე ხმით პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.
დეპუტატებმა კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. კანონმდებლებს ცვლილებების არსი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, ასევე 2024 წელს ე.წ. ბონუს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, 5 %-დან 3 %-მდე მცირდება საარჩევნო ბარიერიც.