„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა. კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვა, დარგობრივ კომიტეტზე გაგრძელდება. ინიციატივის მიხედვით, თუ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კომპანია რაიმე დარღვევაზე პასუხს არ აგებს და ეს სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის, მარეგულირებელი იქ დროებითი მმართველის დანიშვნას შეძლებს. ბიზნესი ახლა კანონპროექტის საბოლოო რედაქციას ელოდება.