შეუქმნის თუ არა საფრთხეს რეგიონების ელექტომომარაგებას ენერგეტიკულ ბაზარზე დაანონსებული ცვლილებები. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები ენერგოკომპანიების ართმევს შესაძლებლობას ერთდროულად ელექტროენერგიის, როგორც მიმწოდებლები ისე გამანაწილებლები იყვნენ. ეს ვალდებულება საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად დაეკისრა და მისი მიზანი, ბაზარზე კონკურენციის გაზრდაა. დაგეგმილმა ცვლილებებმა ენერგოკომპანიებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თუ „თელასი“ კანონის მოთხოვნების შესრულებას აპირებს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. პირველ ივლისამდე უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რომელი კომპანიები მოახდენენ რეგიონებისთვის ელექტოენერგიის მიწოდებას.