ცვლილება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, სუს-ს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით მმართველი გუნდი ე.წ. ოდეერების სისტემის აბრუნებს. თუმცა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული მუხლი დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ისედაც არსებობდა. მოქმედი მუხლი კი, ავტომატურად გადავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შედეგად.