კერძო სკოლა „პროგრესის“ ფილიალებში ევაკუაცია იყო გამოცხადებული.
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალების დირექტორებს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდათ. სამივე სკოლაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.
ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.