ცრუ განგაში სკოლებში.
სასწავლო პროცესი დღეს სკოლების ნაწილში თითქმის ჩაიშალა. მშობლების დიდმა ნაწილმა უსაფრთხოების გამო ბავშვები გაკვეთილებზე არ გაუშვა. მიზეზი ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. ანონიმური ავტორები ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდნენ. სამიზნედ დასახელებული იყო 14 სკოლა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი. საგამოძიებო მოქმედებები მითითებულ ადგილებზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება დაიწყო – მუქარის შემცველი ტექსტების ავტორთა ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.