გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ანალიზიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ტესტირება იმ პირების კონტაქტებს ჩაუტარდათ, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედო.
თვითიზოლაციის რეკომენდაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს მიეცა. ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.