COVID-19 – ვითარება შიდა ქართლში

12:15, 01.05.2020

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ანალიზიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ტესტირება იმ პირების კონტაქტებს ჩაუტარდათ, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედო.

თვითიზოლაციის რეკომენდაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს მიეცა. ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი